პირველად ისტორიაში – ეფესმა ბარსელონას მოუგო და ევროლიგის ჩემპიონი გახდა

ევროლიგის 2020-2021 წლების სეზონი ,,ანადოლუ ეფესის” გამარჯვებით დასრულდა.

თურქულმა გუნდმა ფინალში კატალონიის ,,ბარსელონა” 5-ქულიანი სხვოაბით, ანგარიშით 86-81 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

,,ეფესს” 25 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 3 ჩაჭრით ვასილიე მიციჩმა ულიდერა. 21 ქულა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 მოხსნა იყო შეინ ლარკინის ანგარიშზე.

,,ბარსელონას” შემადგენლობაში საუკეთესო კორი ჰიგინსი იყო, რომელმაც 30 წუთში 23 ქულას, 2 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და 1 პასს მოუყარა თავი.

,,ოთხთა ფინალის” MVP ვასილიე მიციჩი გახდა, რომელმაც დღევანდელი შეხვედრის მსგავსად, ნახევარფინალურ მატჩშიც 25 ქულის მოგროვება შეძლო.

ევროლიგის დასრულებულ სეზონში მესამე ადგილი ,,მილანმა” დაიკავა, მე-4 პოზიციაზე კი მოსკოვის ,,ცსკა” გავიდა.



 

პირველად ისტორიაში – ეფესმა ბარსელონას მოუგო და ევროლიგის ჩემპიონი გახდა

სტატიის ავტორი
-