სან ანტონიოში მამუკელაშვილის დებიუტი შედგა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “ჰიუსტონის” დაპირისპირება შედგა. “AT&T Center”-ში გამართული ტეხასური დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, 110:122 დასრულდა.

NBA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის აღნიშნული მატჩი იმ გარემოებითაც გახლდათ საინტერესო, რომ “სან ანტონიოს” რიგებში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 6 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუმ 2-დან 2 ზუსტი სამქულიანი შეასრულა.

სან ანტონიოში მამუკელაშვილის დებიუტი შედგა 1

შეგახსენებთ, რომ “მილუოკისთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, რაშიც ყოფილი გუნდიც აქტიურად დაეხმარა. “ბაქსთან” დამშვიდობების შემდეგ, მამუკელაშვილი “სან ანტონიო სპურსს” შეუერთდა, რომელსაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი წვრთნის.

წყარო: gbf.ge

სან ანტონიოში მამუკელაშვილის დებიუტი შედგა

სტატიის ავტორი
-