ტენერიფე შერმადინის გარეშე | მარცხი მადრიდის რეალის წინააღმდეგ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხე წრის შეხვედრები გაიმართა.

საყურადღებოა, რომ გიორგი შერმადინი ტრავმის მიზეზიდან გამომდინარე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარა, რაც “ტენერიფესათვის” უმნიშვნელოვანესი დანაკლისი გახლდათ, თანაც მაშინ, როცა მათ ოპონირებას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი მადრიდის “რეალი” უწევდათ.

შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელებმა საკუთარ პარკეტზე 9-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 86:77 იმარჯვეს.

მომდევნო შეხვედრას ტენერიფეელები 6 ოქტომბერს, ევროსარბიელზე, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “პრომეთეს” წინააღმდეგ გასვლით მატჩს გამართავენ.

ტენერიფე შერმადინის გარეშე | მარცხი მადრიდის რეალის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-