თორნიკე შენგელია რეალის წინააღმდეგ ბრუნდება

2-თვიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტზე ბრუნდება. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელია 27 ოქტომბერს, “რეალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ევროლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, “ვირტუსს” მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ ურთულესი გასვლა ელის. აღნიშნულ დაპირისპირებაში შენგელიაც მიიღებს მონაწილეობას და იტალიურ კლუბს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.

https://twitter.com/BasketNews_com/status/1584788648171823104

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა მხრის უმძიმესი ტრავმა 24 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მიიღო. ნიდერლანდების წინააღმდეგ მიღებული ტრავმის გამო, შენგელიამ ევრობასკეტიც გამოტოვა.

თორნიკე შენგელია რეალის წინააღმდეგ ბრუნდება

სტატიის ავტორი
-