თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება (ვიდეო)
ოქტომბერი 4, 2018 1:31 pm
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (Liga ACB) მეორე ტურის შეხვედრაში მარცხის მიუხედავად, თორნიკე შენგელია “ბასკონიას” ფანებმა კვლავ დააფასეს. “სან პაბლო ბურგოსი” “ბასკონიას” დაპირისპირება, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 82:79 დასრულდა.
#SPBKBAENCUESTA | ¿Quién ha sido el mejor del partido hoy en Burgos?#GoazenBaskonia
— Saski Baskonia (@Baskonia) October 3, 2018
მატჩის დასრულების შემდეგ, “ბასკონიამ” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. ბასკური კლუბის გულშემატკივრებმა ქართველი პაუერ ფორვარდი კვლავ დააფასეს და მატჩის MVP-ის ტიტული მიანიჭეს.
00:07
Category: ვიდეო მიმოხილვები, კალათბურთი