ცსკა-მ მოიგო | შენგელია მატჩის MVP გახდა

რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონი დაიწყო. VTB ლიგაში უკვე მესამე წრის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას “ცსკა” გასვლით მატჩში “ნიჟნი ნოვგოროდის” წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი.

შეხვედრა არმიელების დამაჯერებელი გამარჯვებით, 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 92:72 დასრულდა.

თორნიკემ პარკეტზე 23:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით დაეხმარა საკუთარ გუნდს.

აღსანიშნავია, რომ შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და ზემოთხსენებული მაჩვენებლების ხარჯზე მატჩის MVP-ის წოდებაც სწორედ ქართველ კალათბურთელს ერგო.

რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას “ცსკა”, 18 ოქტომბერს, “პარმა პერმის” წინააღმდეგ გამართავს.

 

ცსკა-მ მოიგო | შენგელია მატჩის MVP გახდა

სტატიის ავტორი
-