ცსკა ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა | შენგელიამ გუნდს 9 ქულა შესძინა

რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებების სერია გრძელდება. თორნიკე შენგელიას “ცსკა” ნახევარფინალურ ეტაპზე “ზენიტს” უპირისპირდება.

თანაბარი ანგარიშის შემდეგ “ცსკამ” საკუთარ პარკეტზე სანკტ-პეტერბურგელებს უმასპინძლა და 14-ქულიანი უპირატესობითაც, ანგარიშით – 96:82 იმარჯვეს.

შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, პარკეტზე გატარებულ 24:14 წუთში 9 ქულას, 5 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

მომდევნო შეხვედრა 24 მაისს გაიმართება, სადაც “არმიელების” გამარჯვების შემთხვევაში სერია მათი გამარჯვებით დაიხურება, ხოლო მარცხის შემთხვევაში, VTB ლიგის ფინალის საგზურისათვის გადამწყვეტი თამაში გაიმართება.

ცსკა ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა | შენგელიამ გუნდს 9 ქულა შესძინა

სტატიის ავტორი
-