შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, 19 ივლისს, რანგით მესამე ევროპული საკლუბო ტურნირის, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, თუ რომელი კლუბები იქნებიან ქართული გუნდების მეტოქეები იმ შემთხვევაში, თუ მეორე ეტაპის ბარიერს გადალახავენ. ამ მომენტისთვის, ევროსარბიელს ორი ქართული კლუბი, ორი დინამო შემორჩა. თბილისელები ისრაელის ჩემპიონ “მაკაბი ჰაიფას“, ხოლო ბათუმელები ბელარუსის ვიცე-ჩემპიონ ბორისოვის […]