ხავი: ,,ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი”

,,ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარული ,,ალ სადის” მთავარი მწვრთნელია, კატალონიურ გრანდში შესაძლო მუშაობაზე ისაუბრა:

,,ბარსელონაში როგორც კი ჩავფრინდები, ჟურნალისტები აეროპორტში მელოდებიან და ხალხი მაშინვე უამრავ წერილს მწერს. ვინმემ რამე გითხრათ ამის შესახებ? არა, რადგან პირველ ყოვლისა, გუნდს ჰყავს მწვრთნელი და ეს კუმანია. მას პატივი უნდა ვცეთ. მე კი არ ვჩქარობ.

როდესაც დრო მოვა, სიტუაციას შევაფასებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ,,ბარსელონას” უარი ორჯერ ვუთხარი. ეს სხვადასხვა გარემოებით იყო გამოწვეული – ოჯახი, პროფესიონალური მხარე, კონტრაქტი… ამაზე საუბარი რთულია, მე ხომ ,,ბარსას” ქომაგი ვარ, მაგრამ მაშინ შესაფერისი მომენტი არ ყოფილა,” – ხავის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.


ხავიმ სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით ,,ალ სადი” გასულ სეზონში ყატარის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა.

ხავი: ,,ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი”

სტატიის ავტორი
-