ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა!

2019 წლის ერთ-ერთი მისია უკვე შესრულებულია, ნოვაკ ჯოკოვიჩს სეტი მოვუგეთ!

საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 21-ე ნომერმა დრამატულ ბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის უპირობო ლიდერთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 3 სეტში დამარცხდა!

ნიკოლოზმა პირველ სეტში მეტოქე საწყის გეიმებშივე 2-ბრეიკიანი უპირატესობით ჩამოიტოვა, სერბმა მხოლოდ ერთი უკუბრეიკის შესრულება მოახერხა, რაც საბოლოოდ ქართველისთვის სეტის მომტანი აღმოჩნდა, ანგარიშით – 6:4.

მეორე სეტში ნიკოლოზი თავიდანვე ბრეიკით ჩამორჩა მოწინააღმდეგეს, თუმცა ბრძოლა მთელი სეტის განმავლობაში გააგრძელა, ანგარიშით 5:3-ზე მას მეტოქის მოწოდების მოგება შეეძლო, თუმცა საბოლოოდ ნოლემ სეტი საკუთარ აქტივში მიითვალა, ანგარიშით – 6:3.

რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ სეტს, აქ უკვე მაყურებელმა სრულიად განსხვავებული სტილის სანახაობა იხილა, ჩოგბურთელებმა სასტარტო გეიმებში ბრეიკები გაცვალეს, თუმცა საბოლოოდ ნიკა 6:4 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ქარიზმატული ნოლე პუბლიკას ნადალის, ფედერერისა და რამდენიმე ვარსკვალვის წინააღმდეგ უხილავს, ასე რომ ნიკოლოზს ქების გარდა არაფერი დაუმსახურებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა!

სტატიის ავტორი
-