გვარდიოლამ დავიდ სილვა უხეშად გააკრიტიკა 

Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “ვულვერჰემპტონის” მატჩისას (0:2), “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ნახევარმცველი დავიდ სილვა უხეშად გააკრიტიკა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, კატალონიელმა სპეციალისტმა ესპანელი ფეხბურთელი თავისთან მიიხმო და დაუყვირა: “სად არის შენი ფეხები?!” – რითაც გვარდიოლამ სილვას სიზარმაცესა და არასაკმარის სირბილზე მიუთითა.

მატჩი სენსაციურად, “მგლების” გამარჯვებით – 2:0 დასრულდა, ესპანეთის ნაკრების 33 წლის შემტევი კი 75-ე წუთზე შეცვალეს.

8 ტურის შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” 16 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ “ლივერპულს” უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

ცნობილია, რომ სილვა პრემიერლიგის ბოლო 2 სეზონის ჩემპიონს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. მისი მომავალი ჯერჯერობით უცნობია.

გვარდიოლამ დავიდ სილვა უხეშად გააკრიტიკა 

სტატიის ავტორი
-