IJF-მა 2021 წლის კალენდარში ოლიმპიამდამდე გასამართი ტურნირები ჩანიშნა

IJF-მა 2021 წლის კალენდარში ოლიმპიამდამდე გასამართი ძიუდოს ტურნირები ჩანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას “ჯუდოს დღიურები / Judo Diaries” ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, წლის პირველ ნახევარში მასტერსი, 5 გრანდ-სლემი და მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.

წინასწარი თარიღები ასეთია:

დოჰას მასტერსი 11-13 იანვარი
თელ-ავივის გრან-სლემი 18-20 თებერვალი
ტაშკენტის გრან-სლემი 5-7 მარტი
თბილისის გრან-სლემი 26-28 მარტი
ანტალიის გრან-სლემი 1-3 მარტი
პარიზის გრან-სლემი 8-9 მაისი
მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 6-13 ივნისი

წყარო: facebook.com/JudoDiaries

IJF-მა 2021 წლის კალენდარში ოლიმპიამდამდე გასამართი ტურნირები ჩანიშნა

სტატიის ავტორი
-