ილია თოფურიას გამარჯვება სერხიო რამოსმა მიულოცა

დღეს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ამერიკელი მეტოქე, ბრაის მიჩელი დაამარცხა.

,,მატადორს” გამარჯვება ,,პარი სენ ჟერმენის” მცველმა, სერხიო რამოსმა მიულოცა, რომელმაც ინსტაგრამის პირად გვერდზე თოფურიას მოგების ვიდეო გამოაქვეყნა: ,,გილოცავ, ძმაო” – დაწერა ესპანელმა ვარსკვლავმა და ილია თოფურია მონიშნა.

თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს. 

ილია თოფურიას გამარჯვება სერხიო რამოსმა მიულოცა

სტატიის ავტორი
-