ინტერ მაიამიმ სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერი დაადასტურა

კატალონიის ,,ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი კარიერას ,,ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ინფორმაციას ამერიკული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

35 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ანაზღაურება სეზონში 10 მილიონი დოლარი იქნება.

,,ინტერ მაიამიმ” გუშინ ლეო მესის გაფორმებაც დაადასტურა, რომელმაც გუნდთან 2,5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ბუსკეტსმა მთელი კარიერა ,,ბარსელონაში” გაატარა, სადაც 32 ტიტულის მოგება შეძლო.

ინტერ მაიამიმ სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერი დაადასტურა

სტატიის ავტორი
-