იოკოძუნა ჰაკუჰო მაისის ბაშოდან მოეხსნა

2021 წლის სუმოს რიგით მესამე სუპერტურნირი – მაისის ანუ ნაცუ ბაშო 9 მაისიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღის მანძილზე გაგრძელდება.

ტურნირს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლე უმასპინძლებს, სადაც იაპონიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო 11 მაისამდე მაყურებელი არ იქნება, შემდეგ კი ტევადობის 50% – დაახლოებით 5,500 მაყურებელი დაიშვება.

ტურნირზე ფაქტობრივად ყველა მაღალი რანგის მქონე სუმოისტს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა დაწყებამდე 2 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ მუხლის ტრავმის გამო იოკოძუნა ჰაკუჰო ნაცუ ბაშოს მიღმა დარჩა.

საყურადღებოა, რომ განვლილ ბაშოზე ჰაკუჰომ 2021 წლის ივლისში კარიერის დასრულება დააანონსა – შედეგად, სუმოს მოყვარულებს ლეგენდარული სუმოისტის ხილვის საშუალება მხოლოდ ნაგოია ბაშოზე შეეძლებათ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მარტში კარიერა იოკოძუნა კაკურიუმაც დაასრულა, შესაბამისად მაისის ბაშოს უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლი არ ეყოლება.

იოკოძუნა ჰაკუჰო მაისის ბაშოდან მოეხსნა

სტატიის ავტორი
-