კიუშუ ბაშო: დღე XI (ქართველთა და ზოგადი მდგომარეობა, ლიდერთა სია)

10 ნოემბერს 2019 წლის უკანასკნელი სუმოს სუპერტურნირი – კიუშუ ბაშო დაიწყო.

კიუშუ ბაშო პირველ რიგში გამორჩეული იმით უნდა ყოფილიყო, რომ ტოჩინოშინს ანუ ლევან გორგაძეს 10 მოგების შემთხვევაში ოძეკის წოდების დაბრუნების შანსი ჰქონდა, თუმცა რიგით მე-4 საბრძოლო დღის ბოლოს, ქართველი სეკიტორი შეჯიბრიდან მოეხსნა, მიზეზი კი ნეკნის მოტეხილობაა, რომელიც ტაკარაფუჯისთან წარმატებული მატჩის შემდეგ მიიღო.

რაც შეეხება, მეორე ქართველ მებრძოლს თეიმურაზ ჯუღელს ანუ გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია და თერთმეტი დღის შემდეგ არასახარბიელო შედეგი აქვს – 1 მოგება და 10 მარცხი. მე-12 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-6 ნომერი ტაკაგენჯი იქნება.

მაკუუჩი დივიზიონში დანაკლისები მრავლადაა, პირველ რიგში ტურნირს დაწყებამდე იოკოძუნა კაკურიუ და მე-12 მაეგაშირა იჩინოჯო მოეხსნა, მათ ოძეკი გოეიდოც მიყვა, შემდეგ ტოჩინოშინი და წაუგებლად მოასპარეზე ვაკატაკაკაგეც გამოეთიშნენ ასპარეზობას. მე-8 საბრძოლო დღეს ტურნირს ასევე კადობანში მყოფი ოძეკი ტაკაიასუ მოეხსნა, რომელიც მომდევნო ბაშოზე სეკივაკეს რანგში იასპარეზებს.

 

გთავაზობთ მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სიას:

10 მოგება და 1 მარცხი: 

იოკოძუნა ჰაკუჰო 

9 მოგება და 2 მარცხი: 

კ2დ ასანოიამა

 

კიუშუ ბაშო: დღე XI (ქართველთა და ზოგადი მდგომარეობა, ლიდერთა სია)

| სხვა, სუმო |
სტატიის ავტორი
-