საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი დაამარცხა

სერბეთსა და უნგრეთში 17-წლამდე ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ისტორიაში პირველად მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

დღეს ქართველმა ფრენბურთელებმა სერბეთი 5 სეტში, ანგარიშით 25:16, 18:25, 14:25, 25:21, 15:9 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენი ნაკრები მომავალ შეხვედრას ხვალ, 14:00 საათზე, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო 14-ში იტალიას შეხვდება, 15-ში – პოლონეთს, 16-ში – ნიდერლანდებს, 18-ში – ხორვატიას, 19-ში კი – ესტონეთს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 22 ივლისს გაიმართება.

საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი დაამარცხა

| სხვა, სხვა |
სტატიის ავტორი
-