შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სუპერვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური წარმომადგენელი – კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება. არ არსებობს სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარი, რომელსაც კონორ მაკგრეგორის შესახებ არ სმენია. ირლანდიელ მებრძოლს მსოფლიოს მასშტაბით ფანების უდიდესი არმია ჰყავს და უკანასკნელი ცნობების თანახმად, გულშემატკივრები ლეგენდის დაბრუნების ხილვას უმოკლეს დროში შეძლებენ.
ირლანდიელმა მებრძოლმა, რომელიც UFC-ის ნახევრად მსუბუქი და მსუბუქი წონითი კატეგორიების ყოფილი ჩემპიონია, ოქტაგონზე დაბრუნება ოფიციალურად დააანონსა.
“ყველაზე დიადი და გამორჩეული ქამბექი სპორტის ისტორიაში. გახდები მოწმე?”, – აღნიშნა 34 წლის მაკგრეგორმა.
The greatest and the biggest sports comeback in all of history.
Will you be a witness? 🥷 pic.twitter.com/uej8Hp6VzF— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) August 9, 2022
შეგახსენებთ, ირლანდიელმა ოქტაგონზე უკანასკნელი ბრძოლა 2021 წლის ივლისში ჩაატარა. კონორი დასტინ პორიესთან პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.