ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონისა და 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს – ლუის ჰემილტონს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაჰრეინის გრან-პრის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ლეგენდარულ ბრიტანელ პილოტს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსის გამო, ჰემილტონი ბაჰრეინში საკინის გრან-პრის გამოტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰემილტონი ბაჰრეინის ერტ-ერთ სასტუმროში 10-დღის განმავლობაში იქნება იზოლირებული.

“ფორმულა 1 და მერსედესის საჯინიბო ერთობლივად ვადასტურებთ, რომ რბოლის წინ ჩატარებული სავალდებულო ტესტირების შედეგად, ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა”, – აღნიშნულია ფორმულა 1-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტატიის ავტორი
-