მაკგრეგორი | პორიეს მეოთხე რაუნდში დავასრულებ

კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს დაპირისპირება 10 ივლისს, ლას ვეგასში გაიმართება. ტრილოგიის დასკვნითი ბრძოლა უდიდეს ინტერესს იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლას ვეგასში “T-Mobile” არენაზე 20.000 გულშემატკივარი დაიშვება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლაზე დასასწრები ბილეთების სრული რაოდენობა უკვე გაყიდულია.

ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლის გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე, კონორ მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ დასტინ პორიეს მეოთხე რაუნდში, ბრუტალური დარტყმით დაამარცხებს.

“შედეგი უკვე ცნობილია! ტრილოგიას ცხვირში მიყენებული ბრუტალური დარტყმით დავასრულებ. ბრძოლა მე-4 რაუნდში დასრულდება! პორიეს ცხვირს კორექტირება სჭირდება, მე კი შესანიშნავი რინოპლასტი ვარ”, – აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.

მაკგრეგორი | პორიეს მეოთხე რაუნდში დავასრულებ

სტატიის ავტორი
-