მესი დღევანდელი მატჩისთვის პარი სენ ჟერმენის განაცხადში მოხვდა

,,პარი სენ ჟერმენში” ლეო მესის დებიუტი, დიდი ალბათობით, დღეს შედგება. არგენტინელი ვარსკვლავი ,,რეიმსთან” მატჩისთვის პარიზული გუნდის განაცხადში მოხვდა.


,,პსჟ-ის” განაცხადი: დონარუმა, ნავასი, ჰაკიმი, კიმპემბე, მარკინიოსი, ვერატი, მბაპე, პარედესი, ნეიმარი, დი მარია, დანილო, ვეინალდუმი, ერერა, დიალო, დრაქსლერი, კერერი, გეიე, კალიმუენდო, მესი, ბიტუმასალა, ებიმბე, ფრანკი.


საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში ,,პსჟ” ,,რეიმსს” ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზეა ჩანიშნული.

მესი ,,პარი სენ ჟერმენს” 10 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.

მესი დღევანდელი მატჩისთვის პარი სენ ჟერმენის განაცხადში მოხვდა

სტატიის ავტორი
-