მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ჩეხს დაემშვიდობნენ

ლეგენდარულმა ჩეხმა კიპერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. პეტერ ჩეხის მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იგი პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას დაემშვიდობება.

ლონდონის “ჩელსის” რიგებში გატარებული არაერთი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ჩეხი “არსენალს” შეუერთდა. ჩრდილო ლონდონურ კლუბში, ჩეხი უკანასკნელ სეზონს ატარებს. ტიტულოვანი კიპერის განცხადებას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები გამოეხმაურნენ.

იკერ კასილასი 

“ჩემი პატივისცემა პეტერ ჩეხს, ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, რომელიც ოდესმე მინახავს.”

მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ჩეხს დაემშვიდობნენ 1

დავიდ დე ხეა

უდავოდ, პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მოგვენატრები!!”

მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ჩეხს დაემშვიდობნენ 2

ტიბო კურტუა

“გამორჩეული კოლეგა იყავი, მეგობარი და მისაბაძი როგორც პერსონალურად ჩემთვის – აგრეთვე ყველა მეკარისათვის.”

მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ჩეხს დაემშვიდობნენ 3

ედვინ ვან დერ სარი

დიდებული კარიერა, რომელსაც ყველასგან დამსახურებული აღიარება მოჰყვა. მიიღე სიამოვნება კარიერის უკანასკნელი თვეებით, შევხვდებით მოედნის მიღმა.”

მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ჩეხს დაემშვიდობნენ 4

მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ჩეხს დაემშვიდობნენ

სტატიის ავტორი
-