ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

მოსკოვის ,,სპარტაკის” თავდამსხმელმა, ნიკოლოზ ქუთათელაძემ, რუსული პასპორტი მიიღო. ინფორმაციას ,,სპორტ-ექსპრესი” ავრცელებს.

გასულ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა ,,სპარტაკის” მე-2 გუნდის შემადგენლობაში რუსეთის პირველ დივიზიონში 4 შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ფორვარდმა 41 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნიკოლოზ ქუთათელაძემ ვარჯიში პრაღის ,,სპარტაში” დაიწყო, შემდეგ გარკვეული პერიოდი ,,ლილის” აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი ,,პარი სენ ჟერმენის” ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.

თავდამსხმელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩი აქვს გამართული.

ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

სტატიის ავტორი
-