“ის საფრთხეს გაურბის” – ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: “მას ისლამთან რემატჩი სურს. 70 კილოგრამში ასვლა სურს, რადგან ის ნამდვილ საფრთხეს გაურბის. მან იცის სად ელოდება ნამდვილი საფრთხე და ეს მე ვარ 65 კილოგრამში. ის ადვილ გზებს ეძებს. – განაცხადა ილია თოფურიამ. კვირას ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე […]
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და იაირ როდრიგესის შეხვედრის შემდეგ, ავსტრალიელზე ისაუბრა: ,,ვოლკანოვსკის ბრძოლას ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ეს იყო ყველაზე მოსაწყენი ბრძოლა, რაც აქამდე მინახავს. მასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება, ის დიდებული ჩემპიონია, რომელმაც ქამარი ბევრჯერ დაიცვა. ასე რომ, მისნაირი მეტოქის დამარცხება ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად, დიდი მოტივაციაა. არ […]
ვოლკანოვსკი: ,,თოფურია თუ ასე გააგრძელებს, გავანადგურებ”
იაირ როდრიგესთან გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა: ,,წელს ერთი ბრძოლის ჩატარება კიდევ მინდა, მსუბუქი წონის ქამრისთვის ისევ ვიბრძოლებ. ილია ენას არ აჩერებს და თუ ასე გააგრძელებს, გავანადგურებ. ახალი სახეები, ახალი გამოწვევები კარგია… ილია ახალი სახეა. ხალხი იტყვის, რომ ის ახალი გამოწვევაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ,” – თქვა ვოლკანოვსკიმ. დღეს ვოლკანოვსკიმ […]
თოფურია ვოლკანოვსკიზე: ,,მისი პატარა თავის დამტვრევა შემიძლია”
ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ,,მატადორს” მასზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია: ,,მასზე შთაბეჭდილებას მაშინ მოვახდენ, როცა ოქტაგონზე მუშტს დავარტყამ, ის კი იტყვის: ,,გამიყვანეთ აქედან, დამეხმარეთ!” უდავოა, რომ ვოლკანოვსკი ჩემნაირს აქამდე არავის შეხვედრია. მე არავის გაოცება არ მჭირდება, ვიცი, რასაც წარმოვადგენ და ვიცი, რომ მისი პატარა თავის დამტვრევა […]
7 ივლისს, რესტორან „კარი“-ში betlive Master League-ის პრეზენტაცია გაიმართა. „ბეთლაივსა“ და „მასტერ ლიგას“ შორის გაფორმებული ორწლიანი მემორანდუმი თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება. „მასტერ ლიგა“ ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე […]
ტოტენჰემი ჰარი კეინს დიდ ანაზღაურებას სთავაზობს
“ტოტენჰემმა” ჰარი კეინს უზარმაზარი კონტრაქტი შესთავაზა, რომელზეც მხოლოდ თავდამსხმელის ხელმოწერაა საჭირო. თანხა ცნობილი არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ამჟამინდელ ხელფასს (£200 000 კვირაში) ბევრად აღემატება. ჯერჯერობით, ინგლისელს გადაწყვეტილი არ აქვს მოაწეროს თუ არა ხელი ხელშეკრულებას. კეინს, რომელსაც 28 ივლისს 30 წელი შეუსრულება, ლონდონურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი ამოწურვამდე 12 თვე რჩება. “დეზები” მათი ცხრიანის […]
CIES Football Observatory- მამარდაშვილი 25-წლამდე მეკარეთა ტოპ 5-შია
ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, მსოფლიოს 75 ლიგაში ჩატარებული წუთებისა და სათამაშო დონის გათვალისწინებით, საუკეთესო 25-წლამდე მეკარეებს გამოარჩევს. სიაში მე-4 ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა, რომელმაც CIES Football Observatory-სგან 67 ქულა დაიმსახურა. ქართველი მეკარე მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმას (79,8), ბენტო კრეპსკისა (ატლეტიკო პარანაენსე, […]
თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება
2023 წლის 8-9 ივლისს, თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება, რომელსაც მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლე და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის სათადარიგო მძლეოსნური სტადიონი უმასპინძლებს. ეროვნული ჩემპიონატის ძირითად მიზანს 2023 მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების დაკომპლექტებისათვის კანდიდატების შერჩევა – გამოვლენა წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები პირველი ჯგუფი – თბილისი, […]
ოფიციალურად: მეისონ მაუნტი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია
ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – მეისონ მაუნტი საკლუბო კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. 24 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა, რომელიც 1 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ✍️ It’s official. Welcome to Manchester United, Mason Mount! 🔴#MUFC — Manchester United (@ManUtd) July 5, 2023 🔴 Red is the colour. #MUFC […]
“ნამდვილი ომი” – ელვეს ბრენერი ქუთათელაძესთან ბრძოლაზე საუბრობს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ელვეს ბრენერის წინააღმდეგ დასანანი მარცხი განიცადა. “ქართველი ვიკინგი” ბრაზილიელმა მეტოქემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორი რაუნდის განმავლობაში ქუთათელაძე დომინირებდა, რაც შემდგომ მსაჯების შეფასებებშიც გამოიხატა. ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ელვეს ბრენერმა, რომელმაც გურამი შეაქო და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. “ნამდვილი ომი. მადლობა ბრძოლისთვის! ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ. შენთან ოქტაგონის […]