CIES Football Observatory- მამარდაშვილი 25-წლამდე მეკარეთა ტოპ 5-შია

ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, მსოფლიოს 75 ლიგაში ჩატარებული წუთებისა და სათამაშო დონის გათვალისწინებით, საუკეთესო 25-წლამდე მეკარეებს გამოარჩევს.

სიაში მე-4 ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა, რომელმაც CIES Football Observatory-სგან 67 ქულა დაიმსახურა.

ქართველი მეკარე მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმას (79,8), ბენტო კრეპსკისა (ატლეტიკო პარანაენსე, 77,5) და დიოგო კოშტას (პორტუ, 75,6) ჩამორჩა. აღნიშნულ ფაქტს დღეს ,,ვალენსია” სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის გასულ სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა, 42 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა. გუშინ დაიწერა, რომ 22 წლის მეკარის ტრანსფერით მიუნხენის ,,ბაიერნი” ინტერესდება.

https://twitter.com/valenciacf_en/status/1676595033129250816

CIES Football Observatory- მამარდაშვილი 25-წლამდე მეკარეთა ტოპ 5-შია

სტატიის ავტორი
-