,,პატივისცემა” – ჭიკაძემ სოციალურ ქსელში კატართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა, რაც ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში პირველი წაგება იყო.

დღევანდელი ბრძოლის დასრულების შემდეგ, გიგამ სოციალურ ქსელში მეტოქესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა – ,,პატივისცემა კელვინ კატარს” – წერია პოსტში.

იგივე სურათი, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული, UFC-ის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა შემდეგი სათაურით გაავრცელა – ,,მეომრებს შორის პატივისცემის გარდა არაფერია”.

კატართან წაგებამდე, გიგა ჭიკაძეს UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.


,,პატივისცემა” – ჭიკაძემ სოციალურ ქსელში კატართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

სტატიის ავტორი
-