ფიური Vs. ნგანუ – ტიტანების ბრძოლის გამართვის თარიღი ცნობილია

WBC-ის მძიმეწონითი კატეგორიის ჩემპიონი და კრივის ლეგენდა – ტაისონ ფიური, არანაკლებ სახელოვან ფრენსის ნგანუს დაუპირისპირდება.

მაიკ კოპინგერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტაისონ ფიური UFC-ის მძიმეწონითი კატეგორიის ყოფილ ჩემპიონსა და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს კრივის წესებით დაუპირისპირდება.

ფიურისა და ნგანუს ბრძოლა 28 ოქტომბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება. ამ დროისათვის მოახლოებული ბრძოლის კონტრაქტის სრული დეტალები და დამატებითი ინფორმაცია არ საჯაროვდება.

ფიური Vs. ნგანუ – ტიტანების ბრძოლის გამართვის თარიღი ცნობილია

სტატიის ავტორი
-