ფლოიდ მეივეზერმა დასტინ პორიეს მოგებაზე 50 ათასი დოლარი დადო

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა, კონორ მაკგრეგორთან დასტინ პორიეს მოგებაზე ფსონის სახით 50 ათასი დოლარი განათავსა და 85 700 დოლარი მოიგო.

მეივეზერმა ტვიტერის პირად გვერდზე მოგებული ბილეთის ფოტო ატვირთა და პორიეს საჯაროდ მადლობაც გადაუხადა:



ლას ვეგასში პორიესა და მაკგრეგორს შორის გამართული ბრძოლა ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. პირველ რაუნდში კონორმა კოჭი მოიტეხა და პორიეს ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

 

ფლოიდ მეივეზერმა დასტინ პორიეს მოგებაზე 50 ათასი დოლარი დადო

სტატიის ავტორი
-