რონალდუ სერია ა-ს ფეხბურთელებზე 3-ჯერ მეტს გამოიმუშავებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ წელიწადში €31 მილიონს გამოიმუშავებს, რაც იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ნებისმიერი ფეხბურთელის ხელფასს მინიმუმ 3-ჯერ აღემატება.

“იუვენტუსმა” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გასულ სატრანსფერო პერიოდში შეიძინა და მასში €100 მილიონი გადაიხადა.

მიმდინარე სეზონში “იუვემ” უკვე 3 შედეგიანი მატჩი გამართა, თუმცა გატანილი გოლით რონალდუს ჯერ თავი არ გამოუჩენია.

Goal.com-ის ცნობით, იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მეორე პოზიციას გონსალო იგუაინი იკავებს, რომლის ანაზღაურებაც €9,5 მილიონს შეადგენს.

სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან:

  1. კრიშტიანუ რონალდუ – €31 მლნ;
  2. გონსალო იგუაინი – €9,5 მლნ;
  3. პაულო დიბალა – €7 მლნ;
  4. მირალემ პიანიჩი – €6.5 მლნ;
  5. დუგლას კოშტა – €6 მლნ.

 

რონალდუ სერია ა-ს ფეხბურთელებზე 3-ჯერ მეტს გამოიმუშავებს

სტატიის ავტორი
-