ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დასრულა

გულშემატკივარის იმედი იმასთან დაკავშირებით რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონს დაუბრუნდებოდა, არ გამართლდა – დანა უაითთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ წარმოშობით დაღესტნელმა მებრძოლმა კარიერა დაუმარცხებლად დაასრულა.

“ხაბიბმა კარიერა 29-0 ბალანსით დაასრულა. შენი მიღწევები საოცარია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ისიამოვნე ყველაფრით, რაც წინ გელოდება, ჩემო მეგობარო”, – აღნიშნა განცხადებაში დანა უაითმა.

თავის მხრივ, ხაბიბმა Instagram-ზე პოსტი განათავსა, სადაც უაითს მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა.

“დანა უაით, დიდი მადლობა შენ და UFC-ის მთელ გუნდს იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი ძალა მეჩვენებინა. ბიჭებო, თქვენ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეთ.

დანა – არასოდეს დავივიწყებ შენს მიდგომას ჩემდამი. ეს არც მამაჩემს დავიწყებია და არც ჩემი შვილები დაივიწყებენ.

დღეს ნამდვილ კაცებს შორის ნამდვილი საუბარი შედგა.

ასევე, მადლობა მთელ გუნდს, სპარინგ პარტნიორებსა და გულშემატკივარს.

იმედი მაქვს, ჩემს გადაწყვეტილებას ყველა სწორად გაიგებს” – ვკითხულობთ ნურმაგომედოვის მიმართვაში.


ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დასრულა 1


 

ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დასრულა

სტატიის ავტორი
-