რა ხდება მაისის ბაშოზე? | ტოჩინოშინის საჩემპიონო შანსები

2022 წლის რიგით მესამე სუმოს სუპერტურნირი, მაისის ანუ ნაცუ ბაშო 8 მაისს დაიწყო და 22 მაისის ჩათვლით აქტიურ ფაზაში იქნება.


სად იმართება ბაშო?


რა ხდება მაისის ბაშოზე? | ტოჩინოშინის საჩემპიონო შანსები 1


გაზაფხულის მეორე ტურნირს ტრადიციისამებრ ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლე მასპინძლობს. 

დარბაზის ტევადობა 11,098 მაყურებელია. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე სუმოს სამყაროში მოქმედი ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობს.


სანიაკუ

(უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლები)


რა ხდება მაისის ბაშოზე? | ტოჩინოშინის საჩემპიონო შანსები 2


იოკოძუნა


არცთუ ისე დამაჯერებელია იოკოძუნა ტერუნოფუჯი, რომელიც სუმოს სამყაროში ერთადერთი მებრძოლია, ვინც აღნიშნულ სტატუსს ატარებს. მონღოლი “დიდი ჩემპიონის” ბალანსი 6 მოგება და 3 მარცხია.


ოძეკები


მაისის ბაშოზე ოძეკების რანგში – მიტაკეუმი, შოდაი და ტაკაკეიშო არიან წარმოდგენილნი. ჩამოთვლილთაგან საუკეთესო შედეგი ტაკაკეიშოსა და მიტაკეუმის აქვთ, რომელნიც 10 საბრძოლო დღის შემდეგ თანაბარ ბალანსს – 5 მოგებასა და 5 მარცხს აფიქსირებენ. რაც შეეხება შოდაის, მან 10-დან მხოლოდ 3 ბრძოლის მოგება შეძლო.


სეკივაკეები


სეკივაკეების სტატუსს მოქმედი ჩემპიონი ვაკატაკაკაგე და აბი ინაწილებენ. მე-10 დღის შემდეგ, ორივე მათგანის ბალანსი იდენტურია – 5 მოგება და 5 მარცხი.


კომუსუბები


კომუსუბის წოდება მაისის ბაშოზე 2 მებრძოლს – ჰოშორიუსა და დაიეიშოს ერგოთ. ამ შემთხვევაშიც ორივე მებრძოლი ერთნაირ ბალანსს – 6 მოგებასა და 4 მარცხს აფიქსირებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰოშორიუმ ბოლო ორთაბრძოლა იოკოძუნა ტერუნოფუჯის წინააღმდეგ დათმო.


საჩემპიონო შანსები


რა ხდება მაისის ბაშოზე? | ტოჩინოშინის საჩემპიონო შანსები 3


საყურადღებოა, რომ მე-10 დღის ბოლოს ერთობ მოულოდნელი მოცემულობაა. ბაშოს დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტაკანოშო და დასავლეთის მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტო, 8 მოგებითა და 2 მარცხით, ლიდერობენ. 

მეორე საუკეთესო შედეგი 7 მოგება და 3 მარცხია, რომელსაც 5 მებრძოლი აფიქსირებს, ესენი არიან: ტერუნოფუჯი, კირიბაიამა, ურა, აოიამა და სადანოუმი.

საჩემპიონო შანსებს ინარჩუნებს ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც, რომელმაც მიუხედავად არასახარბიელო საწყისი დღეებისა, შეძლო და მე-10 საბრძოლო დღის შემდეგ 6 მოგება მოაგროვა.

მე-11 საბრძოლო დღეს, სუმოს მამებმა ტოჩინოშინის მეტოქედ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა აზუმარიუ წარმოადგინეს. ურთიერთშეხვედრების ჭრილში უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დუელი პირველად შედგება. იქედან გამომდინარე, რომ ტურნირის დასრულებამდე 5 დღეა დარჩენილი, ტოჩინოშინი საჩემპიონო შანსებსაც ინარჩუნებს.

რა ხდება მაისის ბაშოზე? | ტოჩინოშინის საჩემპიონო შანსები

სტატიის ავტორი
-