ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე

2021 წლის რიგით მეორე სუმოს სუპერტურნირი 14 მარტს დაიწყო – ტურნირი ტრადიციულად, 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგოთ.

გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰარუ ბაშოზე:


1) ასანოიამა – 177 კენშო ≈ $70,800

2) ტაკაკეიშო – 152 კენშო ≈ $60,800

3) ტერუნოფუჯი – 138 კენშო ≈ $55,200

4) ტაკაიასუ – 75 კენშო ≈ $30,000

5) დაიეიშო – 73 კენშო ≈ $29,200


სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა.


ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტურნირის ჩემპიონი სეკივაკე ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც კარიერაში მესამედ შეძლო მაკუუჩი დივიზიონის ჩემპიონობა – მომდევნო ბაშოზე მას ოძეკის რანგში ვიხილავთ.

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე

სტატიის ავტორი
-