ჭიკაძე მომავალ მეტოქეს: ,,საავადმყოფოში გაგგზავნი”

ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, მომავალ მეტოქეს, კელვინ კატარს, სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:

,,შემდეგ კვირას UFC-ში ყველაზე რთული ბრძოლა მელის. ამ ბიჭს პატივს ვცემ. მე მხოლოდ სამი რამისთვის ვჩხუბობ – ხალხს დარტყმით თავი მოვაძრო, მეტოქე დარტყმით გავთიშო, შენ კი საავადმყოფოში გაგგზავნი. შაბათს ღამით ამას გავაკეთებ,” – დაწერა ჭიკაძემ ტვიტერის პირად გვერდზე.


ჭიკაძისა და კატარის დაპირისპირება 16 იანვარს გაიმართება. გიგამ ბოლო ბრძოლა 28 აგვისტოს ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა.


ჭიკაძე მომავალ მეტოქეს: ,,საავადმყოფოში გაგგზავნი”

სტატიის ავტორი
-