TOP 5 ფაქტი ფეხბურთში რომელიც გასულ ტურში მოხდა!

#1 მანჩესტერის ყველაზე ცუდი სტარტი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩი “კრისტალ პალასთან” ნულოვანი ფრე ითამაშა და ანტირეკორდი დაამყარა. უკანასკნელი 28 წლის მანძილზე, წითელ ეშმაკებს ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ცუდი სტარტი აქვთ. მსოფლიო მედია ყოველი ცუდად ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟოზეს გაშვებას ელოდება, თუმცა “იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს და “განსაკუთრებულს” შანსს ჯერ კიდევ აძლევს.

TOP 5 ფაქტი ფეხბურთში რომელიც გასულ ტურში მოხდა! 1

 

#2 პირველად ბუნდესლიგაში

ძალიან დრამატული გამოდგა “ბაიერნი” – “დიუსელდორფის” დაპირისპირება, რომელიც 3-3 დამთავრდა. მაყურებელმა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. თუმცა ამ შეხვედრაში მოხდა ერთი ფაქტი, რომელიც ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა. “დიუსელდორფის” ფორვარდმა, დოდი ლუკებაიომ, რეკორდმაისტერს ჰეთ-თრიქი შეუსრულა, რაც იმით იყო განსაკუთრებული, რომ ბუნდესლიგაში ნოიერისთვის სამი გოლი ერთ მატჩში ჯერ არავის ჰქონდა გატანილი.

TOP 5 ფაქტი ფეხბურთში რომელიც გასულ ტურში მოხდა! 2

#3 ჩელსის პირველი მარცხი

პრემიერლიგის მე-13 ტურში ტოტენჰემმა ჩელსი 3:1 დაამარცხა და მაურისიო სარის გუნდს სეზონში პირველი მარცხი ნოემბრის მიწურულს აგემა. ლონდონელები თითქმის 3 თვის განმავლობაში წაუგებლად ასპარეზობდნენ, თუმცა დერბი მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და აქტივში პირველი მარცხი ჩაიწერეს. ასევე აღსანიშნავია, რომ “მამლებმა” ჩელსი პრემიერლიგაში ზედიზედ ორჯერ დაამარცხეს, რაც 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

TOP 5 ფაქტი ფეხბურთში რომელიც გასულ ტურში მოხდა! 3

#4 რონალდუ ისტორიის წერას განაგრძობს

კრიშტიანუ რონალდომ “იუვეს” მაისურით მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი “სპალთან” შეხვედრაში გაიტანა, რითაც იუვენტუსის ისტორიაში შევიდა: მან 10 გოლის გატანა “იუვეს” ფეხბურთელებს შორის ყველაზე სწრაფად შეძლო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 10 გოლის გატანა 16 შეხვედრაში მოახერხა.

TOP 5 ფაქტი ფეხბურთში რომელიც გასულ ტურში მოხდა! 4

#5 დაუჯერებელი მიღწევა – ზედიზედ 139 მატჩი

რომის “ლაციოს” იტალიელმა მცველმა, ფრანჩესკო აჩერბიმ, მიმდინარე ტურში “მილანის” წინააღმდეგ, ზედიზედ 139 მატჩი ჩაატარა იტალიის სერია ა-ში. ასევე აღსანიშნავია, რომ ის არცერთ მატჩში არ შეუცვლიათ და ყველა მატჩში 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იმყოფებოდა. აჩერბი, რომელიც 30 წლისაა, 5 სეზონის განმავლობაში “სასუოლოში” გამოდიოდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში კი “ლაციოში” გადაბარგდა.

TOP 5 ფაქტი ფეხბურთში რომელიც გასულ ტურში მოხდა! 5

 

TOP 5 ფაქტი ფეხბურთში რომელიც გასულ ტურში მოხდა!

სტატიის ავტორი
-