ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან შეხვედრაში

დღეს გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა, რაც ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში პირველი წაგება იყო.

thesportsdaily-ის ინფორმაციით, ჭიკაძემ დღევანდელ შეხვედრაში სულ 111 000 დოლარი გამოიმუშავა – 55 000 დოლარი სანახაობის ბონუსი, 50 000 დოლარი დღის ბრძოლის ბონუსი, 6 000 დოლარი კი გარანტირებული თანხა (გიგას მეტოქემ, კელვინ კატარმა, 176 000 დოლარი მიიღო).

კატართან წაგებამდე, გიგა ჭიკაძეს UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან შეხვედრაში

სტატიის ავტორი
-