ზედიზედ მეათედ – ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ,,ბაიერნმა” ,,დორტმუნდს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან თავი სერჟ გნაბრიმ, რობერტ ლევანდოვსკიმ და ჯამალ მუსიალამ გამოიჩინეს.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ,,რეკორდმაისტერი” მეორეადგილოსან ,,ბორუსიას” 12 ქულით უსწრებს, შესაბამისად, იულიან ნაგელსმანის გუნდი ბუნდესლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეათედ, ისტორიაში კი 32-ედ გახდა.

მომავალ ტურში ,,ბაიერნი” ,,მაინცს” ესტუმრება, ,,დორტმუნდი” კი ,,ბოხუმს” უმასპინძლებს.


ზედიზედ მეათედ – ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-