ბასილა იწყებს!

მსოფლიო რეიტინგის 21-ე და საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში ახალი საჩოგბურთო სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

ქართველის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი, მსოფლიო რეიტინგის 65-ე ჩოგანი – ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება.

შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლებელია დროის ცვლილებაც.

 

 

ბასილა იწყებს!

სტატიის ავტორი
-