თორნიკე შენგელია ბოლოდროინდელი ქართული და ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ეს ყველაფერი კი მისი შესაძლო ტრანსფერითაა გამოწვეული.
თორნიკე “ბასკონიას” რიგებს 2014 წელს შეუერთდა. ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მან ესპანური გუნდის კაპიტნის ამპლუაც მოირგო, რაც ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა.
“დიდი მადლობა მეგობარო” – ამ სიტყვებით გააცილეს თორნიკე “ბასკონიადან”.
შენგელიამ “ბასკონიას” მაისურით პარკეტზე 318 შეხვედრა ჩაატარა, 138 ევროლიგის ეგიდით და 180 ესპანეთის ჩემპიონატში.
🔥 @TokoShengelia23 joined CSKA 🔥
Georgian forward Tornike Shengelia (28 y.o., 206 cm) signed 3-year contract with our club.#CSKAbasket pic.twitter.com/GnDse3n8m1
— CSKA Moscow (@cskabasket) July 9, 2020
ესპანური გუნდიდან წასვლის ოფიციალური დადასტურებისთანავე, არმიელთა ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა ქართველი მძიმე ფორვარდის “ცსკა”-ში ჩარიცხვა დაადასტურა.
ქართველი კალათბურთელი რუსული კლუბის ღირსებას 3 წლით დაიცავს.