ნაგოია ბაშო მე-12 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

ნაგოიაში მიმდინარე სუმოს 2019 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენმა ოძეკიმ, ტრავმებიდან გამომდინარე, ასპარეზი უკვე დაასრულა. რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს მეორე ნომერია და ასევე ტრავმირებული ასპარეზობს – სწორედ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზი.

მე-12 დღის ბოლოს, გაგას ბალანსი 2 მოგება და 10 მარცხია, რაც იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ბაშოზე გაგა რეიტინგში დაქვეითდება. მე-12 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-9 ნომერი მიტორიუ გახლდათ, რომელთანაც კარგი სტარტის მიუხედავად მაინც დამარცხდა.

რაც შეეხება მაკუუჩი ანუ უმაღლეს დივიზონს, აქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 დღის ბრძოლაში პირველად დამარცხდა თეთრი ფენიქსი, ანუ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის მეტოქეც თანამემამულე, ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი იჩინოჯო გახლდათ, ეს ერთადერთი მარცხია მისთვის. ნაგოია ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა, რომელმაც მე-12 დღეს ჩიოტაირიუ ბრწყინვალე და უიშვიათესი ილეთით დაამარცხა.

გთავაზობთ ჩემპიონობისათვის მებრძოლ სუმოისტებს მე-11 დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით:

12 მოგება – იოკოძუნა კაკურიუ 

11 მოგება – იოკოძუნა ჰაკუჰო 

10 მოგება – დ16მ ტერუცუიოში

9 მოგება –  დ7მ ტომოკაძე

ნაგოია ბაშო მე-12 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

სტატიის ავტორი
-