ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს #1 ჩოგბურთელმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ოპერაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“მეორე ოპერაცია დასრულებულია და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ…”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა 1
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ფოტოს სოციალურ ქსელ “instagram”-ზე აზიარებს

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მარჯვენა ხელი რამდენიმე წელია აწუხებს, რის გამოც მისთვის საყვარელ და კომფორტულ ჩოგბურთს ვერ თამაშობდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება კორტ ქართველი ჩოგბურთელი, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნიკა მსოფლიო რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

სტატიის ავტორი
-