სუმოს განახლებული რეიტინგი | ტოჩინოშინი ბანძუკეში დაწინაურდა

10 ივლისს 2022 წლის სუმოს სუპერტურნირი – ნაგოია ბაშო დაიწყება, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება.

ტურნირზე მონაწილეობას ამ სპორტის ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მიიღებს.


სად ჩატარდება?


სუმოს განახლებული რეიტინგი | ტოჩინოშინი ბანძუკეში დაწინაურდა 1

ივლისის ბაშოს, ტრადიციულად, ნაგოიას ‘დოლფინს არენა’ უმასპინძლებს


სანიაკუ


სუმოს განახლებული რეიტინგი | ტოჩინოშინი ბანძუკეში დაწინაურდა 2


იოკოძუნა ტერუნოფუჯი კვლავინდებურად ერთადერთი უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლია.

ოძეკის რანგში აღმოსავლეთის პირველ ნომრად ტაკაკეიშო იქნება განთესილი, დასავლეთიდან კი პირველ ნომრად მიტაკეუმი, ხოლო მეორე ნომრად შოდაი იასპარეზებენ.

იერარქიულად რიგით მესამე წოდება სეკივაკეა, რომელსაც ჰაცუ ბაშოზე ვაკატაკაკაგე (აღმოსავლეთიდან) და დაიეიშო (დასავლეთიდან) მოირგებენ.

სანიაკუს ანუ უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლების საზოგადოებაში ყველაზე დაბალი – კომუსუბის სტატუსი აღმოსავლეთიდან ჰოშორიუს და დასავლეთიდან აბის ერგოთ.


ტოჩინოშინი


სუმოს განახლებული რეიტინგი | ტოჩინოშინი ბანძუკეში დაწინაურდა 3


ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, მაისის ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირად იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მებრძოლმა მინიმალური დადებითი ბალანსი – 8 მოგება და 7 მარცხი დააფიქსირა, რის გამოც ‘სუმოს მამებმა’ ის 1 პოზიციით დააწინაურეს.

ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირად იქნება წარმოდგენილი.

სუმოს განახლებული რეიტინგი | ტოჩინოშინი ბანძუკეში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-