თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს პირადი ჩემპიონატი ჩატარდება

20-21 მაისს, თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს პირადი ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლე და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის მძლეოსნური სტადიონი (“არენა”) უმასპინძლებს. ძირითად მიზანს 2023 წლის ევროპული თამაშებისა და სხვა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების დაკომპლექტებისათვის კანდიდატების შერჩევა – გამოვლენა წარმოადგენს.

საქართველოს ჩემპიონატი ჯგუფური პრინციპით გაიმართება და მონაწილეობას თბილისისა და რეგიონის გუნდები მიიღებენ:

  • პირველი ჯგუფი – თბილისი, აჭარა, ქუთაისი, ახალციხე, ვანი, ოზურგეთი, ფოთი.
  • მეორე ჯგუფი – ხობი, აბაშა, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ჭიათურა, მარტვილი, წყალტუბო, ბორჯომი, ზუგდიდის კლუბი “ბუბა”, სამტრედია, ასპინძა, ზუგდიდი, ხონი, ყვარელი, სიღნაღი.

I ჯგუფში – 10 სპორტსმენი (ქალები და მამაკაცები) + 2 მწვრთნელ-წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. II ჯგუფში – 6 სპორტსმენი (ქალები და მამაკაცები) +1 მწვრთნელ-წარმოამდგენელი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ სპორტსმენს უფლება აქვს გამოვიდეს ნებისმიერ 2 სახეობაში და 1 ამანათრბენში.

შეჯიბრების პროგრამა

მამაკაცები: 100-200-400-800-1500-3000-5000-100მ/თ, სიგრძეზე ხტომა, სამხტომი, სიმაღლეზე ხტომა, ჭოკი, ბირთვი, შუბი, ბადრო, ურო.

ქალები: 100-200-400-800-1500-3000-5000-100მ/თ, სიგრძეზე ხტომა, სამხტომი, სიმაღლეზე ხტომა, ჭოკი, ბირთვი, შუბი, ბადრო, ურო.

შერეული შვედური ამანათრბენი: 400 (კაც)-300 (ქალ)-200 (კაც)-100(ქალ)

ჩემპიონატი პირადი სახით ტარდება. შეჯიბრზე დასაშვები უმცროსი ასაკი 2009 წლის ჩათვლით დაბადებულებს შეადგენს, რომელიც მხოლოდ რბენით და ხტომით სახეობებში მიიღებს მონაწილეობას.

გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან მედლებითა და სიგელებით, თუ შეჯიბრებაზე მონაწილეობისას დიდების მესამე თანრიგზე უკეთეს შედეგს დააფიქსირებენ. განაცხადების მიღების ბოლო თარიღია 2023 წლის 17 მაისი.

თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს პირადი ჩემპიონატი ჩატარდება

სტატიის ავტორი
-