6 ერი – ინგლისი შოტლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2022 წლის 6 ერის ჩემპიონატი 5 თებერვალს აიღებს სტარტს. პირველი ტურის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, შოტლანდია ინგლისს უმასპინძლებს. “ნარშავებისა” და “ვარდების” დაპირისპირება 5 თებერვალს, “მარიფილდზე”, თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება.

2021 წლის 6 ერის ჩემპიონატის შეხვედრაში, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ლეგენდარულ “ტვიქენჰემზე” შოტლანდიასთან სენსაციურად დამარცხდა (6:11) და ახლა რევანშის ასაღებად ემზადება. “ვარდების” მთავარმა მწვრთნელმა – ედი ჯონსმა, შოტლანდიის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა. ედი ჯონსის გადაწყვეტილებით, ოუენ ფარელის არყოფნაში, ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ტომ ქარი უკაპიტნებს.


6 ერი - ინგლისი შოტლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა 1


6 ერი – ინგლისი შოტლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

სტატიის ავტორი
-