7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალური ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 7 მორაგბე მოხვდა.

7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში 1

ფოტო: GeorgianRugby

7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში

სტატიის ავტორი
-