ბორჯღალოსანთა ძირითადი შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, გამოქვეყნდა “ბორჯღალოსანთა” ძირითადი შემადგენლობა, რომელიც 6 ნოემბერს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს.

ბორჯღალოსანთა ძირითადი შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ ცნობილია 1

აღსანიშნავია, რომ სათადარიგოთა სკამზე სამი დებიუტანტი იქნება –  ვახტანგ აბდალაძე, თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა.

ბოლოს ურუგვაის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდით, სადაც გავიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ იმ შემადგენლობიდან კვირის მატჩში 10 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ბორჯღალოსანთა ძირითადი შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ ცნობილია

სტატიის ავტორი
-