ბექა საღინაძემ ლიონთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის მესამე ხაზელი (,,ფლანკერი”) – ბექა საღინაძე კარიერას Top 14-ის გუნდ ,,ლიონში” გააგრძელებს. ინფორმაციას leprogres-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველმა მორაგბემ ფრანგულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საღინაძე 2018 წლიდან Pro D2-ის გუნდში, ,,ორიაკში” თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ბექამ საფრანგეთის მეორე ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა.

ბექა საღინაძემ ლიონთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-