“ასეთ აღიარებას არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ” – დავით ნინიაშვილი
ბორჯღალოსნებისა და ‘ლიონის’ ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მ „ოსკარით“ დააჯილდოვა. გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი „ოსკარის“ მფლობელი ერთადერთხელ გახდა და ის ქართველი ლეგენდა მამუკა გორგოძე (რომელიც ორი სხვადასხვა “ოსკარის” მფლობელია) იყო, ახლა კი ეს […]
“ახალი სეზონისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნები” | ბექა გორგაძე კარიერას კვლავ ტოპ 14-ში განაგრძობს
ჟირონდულ კლუბში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბე – ბექა გორგაძე, “ბორდოს” ტოვებს. შეგახსენებთ, “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო, გორგაძეს ტოპ 14-ის პრაქტიკულად მთელი სეზონი გაუცდა. ბექა გორგაძემ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი განვლო და მომდევნო სეზონისთვის 100 %-ით მზადყოფნას იმედოვნებს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ “ბორდოსა” და […]
“დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი ემოცია იყო პირველად ჰიმნზე დგომა” – სერგო აბრამიშვილი
2023 წლის 5 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება შედგა. თბილისში, “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” გამართული დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 75:12 დასრულდა. აღნიშნული მატჩი იმ გარემოებითაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 დებიუტანტი ვიხილეთ. ოთარ ლაშხმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თენგიზ ზამთარაძე და სერგო აბრამიშვილი კი დაპირისპირებაში მარქაფიდან […]
“იდეალური გასროლა, საკუთარი გუნდის ფინალში გასაყვანად” – World Rugby აფრასიძის ჯარიმას ეხმაურება | VIDEO
საფრანგეთის ელიტური საკლუბო სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. 24 ივნისს, ტოპ 14-ის ფინალში, ლევან ჩილაჩავას “კასტრი” გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” დაუპირისპირდება. “მონპელიესა” და “ბორდოს” ნახევარფინალური დაპირისპირება, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. “მონპელიემ” მოწინააღმდეგე 19:10 დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა. “ბორჯღალოსანთა” და “მონპელიეს” 9-იანმა 55 და 57 მეტრიდან ორი წარმოუდგენლად ლამაზი ჯარიმა გაიტანა და ტაბლოზე საფინალო ანგარიში […]
“იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი” – მამუკა გორგოძე
გავლენიანი ფრანგული მედია საშუალება – Rugbyrama მამუკა გორგოძის შესახებ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ავტორიტეტულ გამოცემაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” ლეგენდის შესახებ გამოქვეყნებულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. გორგოძე: „ყველას ვალია, სამშობლოსთვის იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე შეუძლია“ საფრანგეთში მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი აღიარეს! World Rugby მამუკა გორგოძეს დაემშვიდობა Rugbypass-ის დიდების დარბაზი – მამუკა გორგოძე მსოფლიო […]
“კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო” – ლიონი ნინიაშვილსა და საღინაძეს მიმართავს
დავით ნინიაშვილსა და ბექა საღინაძეს “ლიონმა” სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტი მიუძღვნა. “კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ლიონში დაბრუნდნენ. გილოცავთ, ჯენტლმენებო”, – აღნიშნულია “ლიონის” პოსტში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. განახლებული ფორმატით ჩატარებული პირველი ტურნირის ფინალში, […]
“მაისაშვილი თითოეულ მორაგბეზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილზე” – მამუკა გორგოძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, ფრანგული “მონპელიესა” და “ტულონის” ლეგენდა – მამუკა გორგოძე, Rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო თემების შესახებ საუბრობს და ლევან მაისაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. მომენტი, როდესაც მამუკა გორგოძემ ტულონის გასახდელში დანა ამოიღო იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი კარიერის სტარტის, “მონპელიეს”, “ტულონისა” და ბერნარ ლაპორტის შესახებ საუბრის შემდეგ, გორგოძემ “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის […]
როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო. მედიკოსების განცხადებით მორაგბე 4-6 კვირას გამოტოვებს. გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიანიაშვილმა გუშინ დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა. გარდა “ნინისა”, ფრანგულ კლუბს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ჯოშუა ტუივასაც დააკლდა. “ჟან-ბუენზე” გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, დავით ნინიაშვილს ორშაბათს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რამაც დაადასტურა, […]
“მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგას ჩემს წინ, მთავარია ვინ მიდგას გვერდით” – დავით ნინიაშვილი
რაგბი TV-ს ეთერში ახალი და საინტერესო გადაცემა “ჯენტლმენების თამაში” გამოჩნდა, რომლის პირველი ეპიზოდის სტუმარი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი გახლდათ. დავით ნინიაშვილმა გადაცემის ავტორთან საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის მისი მოწინააღმდეგე – მთავარია, ვინ დგას მის გვერდით. “მე ვთვლი, რომ მოედანზე ყველა […]
“ფენომენალური მოთამაშეა” – ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ნინიაშვილზე
28 ნოემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის უპრინციპულესი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ლიონი” ჩემპიონატის მოქმედ ლიდერს – “ტულუზას” დაუპირისპირდა. პრინციპული ბრძოლა, მასპინძელთა გამარჯვებით, 21:14 დასრულდა. “ლიონის” ძირითად შემადგნელობა ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა იასპარეზეს – ორივე ქართველმა მოედანზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით ნინიაშვილის გარჯა, რომელმაც 47-ე წუთზე, […]
“ცვლილებები თამაშის აჩქარების მიზნით” – მსოფლიო რაგბის ახალი წესები!
მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ, თამაშის აჩქარების მიზნით, მასშტაბური ცვლილებები განახორციელა, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა. World Rugby-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დამტკიცებული ცვლილებები დადებით გავლენას იქონიებს სარაგბო მატჩის სანახაობივ ასპექტზე და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცვლილებები შეეხო, როგორც უშუალოდ გარდასახვებისა და ჯარიმების დარტყმისათვის გამოყოფილი […]
#ტოპ11 – ოთია გიორგაძის 2019 წელი
ოთია გიორგაძე დაბადების თარიღი: 1996 წლის 2 მარტი (23 წლის) სიმაღლე: 1.94მ წონა: 110კგ გასულ სეზონში, საფრანგეთის პრო დ 2-ში ჩატარებული არაერთი მაღალი დონის მატჩის შედეგად, ოთია გიორგაძემ “ბრივის” წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო. პრო დ 2-ის გასულ სეზონში, გიორგაძემ არაერთი გამორჩეული ლელო დადო, მათ შორის ისეთ განსაკუთრებულ დაპირისპირებებში, როგორიცაა პლეი-ოფის ნახევარფინალი. “ბრივის” ელიტაში აღზევებაში, ქართულ […]