მორიგი აღიარება – კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში!

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართეს. მარცხის მიუხედავად (23:10), საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

რობ კირნისა და ბრაიან ო’დრისკოლის საკმაოდ საინტერესო კომენტარების შემდეგ, გიორგი კვესელაძე გავლენიანმა სარაგბო პორტალმა – planetrugby-მ გამოარჩია და შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

15. ბრის დულინი (საფრანგეთი)

14. ჯონი მეი (ინგლისი)

13. გიორგი კვესელაძე (საქართველო)

12. ჯონი უილიამსი (უელსი)

11. გაბინ ვილერე (საფრანგეთი)

10. ბილი ბარნსი (ირლანდია)

9. ბენ იანგსი (ინგლისი)

1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი)

2. პატო მაუვაკა (საფრანგეთი)

3. კაილ სინკლერი (ინგლისი)

4. მარო იტოჯე (ინგლისი)

5. კილიან გერაცი (საფრანგეთი)

6. სეკუ მაკალუ (საფრანგეთი)

7. სემ ანდერჰილი (ინგლისი)

8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი)

გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ შემოდგომის ერთა თასის ორგანიზატორებს. ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ სიმბოლურ გუნდში ქართველი ცენტრი მოხვდა.

მორიგი აღიარება - კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში! 1

მორიგი აღიარება – კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში!

სტატიის ავტორი
-