Premiership Rugby | ლესტერმა სარასენსი დრამატულ ფინალში დაამარცხა | VIDEO

ინგლისის პრემიერშიპის 2021/22 წლების სეზონის ფინალში, “ლესტერ ტაიგერსისა” და “სარასენსის” დრამატული დაპირისპირება შედგა.

ლონდონში, ინგლისელთათვის საკულტო სტადიონ – “ტვიქენჰემზე” გამართული ფინალი, “ლესტერის” გამარჯვებით, 15:12 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ფრედი ბარნსმა გამარჯვების მომტანი არეკნი უკანასკნელ (80) წუთზე გაიტანა.

“ტვიკენჰემზე” მოპოვებული გამარჯვების შედეგად, “ლესტერმა” 9 წლიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და ინგლისის პრემიერშიპის ჩემპიონის ტიტულს მეთერთმეტედ დაეუფლა.

სტატიის ავტორი
-