Super Rugby Pacific | უპრესტიჟულესი საკლუბო ჩემპიონატი კრუსეიდერსის ტრიუმფით დასრულდა | VIDEO

Super Rugby Pacific-ის 2022 წლის სეზონის ფინალში, “ბლუზი” “კრუსეიდერსს” დაუპირისპირდა. ოკლენდში, “ედენ პარკზე” გამართული ახალ ზელანდიური ფინალი, ნომინალური მასპინძლის – “ბლუზის” მარცხით, 7:21 დასრულდა.

სემ უაითლოკი, სევუ რისი, სკოტ ბარეტი, რიჩი მო’უნგა და კომპანია სრული მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ – წამყვანი მოთამაშეების აქტიურობით, “კრუსეიდერსმა” ძლევამოსილი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

ოკლენდში 45,000 გულშემატკივრის წინაშე  მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, “კრუსეიდერსი” უპრესტიჟულესი საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი მეთერთმეტედ გახდა.

სტატიის ავტორი
-